dakavSirebis arxebi

  ფიქსირებული და   მობილური ტელეფონი

112-ზე დარეკვა შესაძლებელია, ფიქსირებული და მობილური ტელეფონიდან, ინდექსისა და ქალაქის კოდის გარეშე,  მაშინაც, კი თუ ტელეფონი ორმხრივად არის გათიშული და არ დევს სიმ-ბარათი. 

 
 მობილური აპლიკაცია – 112Georgia 


საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირს,  შესაძლებლობა აქვს ჩამოტვირთოს და ისარგებლოს „112“-ის მობილური აპლიკაციით. აპლიკაციის მთავარ უპირატესობას მოქალაქის ადგილმდებარეობის დაუყოვნებლივ განსაზღვრა წარმოადგენს

აპლიკაციის  ფუნქციებია: 

  • ჩუმი განგაში  – SOS 

აღნიშნული ფუნქციის გამოყენება შესაძლებელია ისეთ სიტუაციებში, როდესაც მომხმარებელს ზარის განხორციელებით  შეიძლება საფრთხე შეექმნას.

SOS ფუნქციონალის გასააქტიურებლად საჭიროა ჩართული გქონდეთ GPS სერვისი. SOS ღილაკზე დაჭერით იგზავნება თქვენი ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი კოორდინატები და დაფიქსირებულ ლოკაციაზე გამოიგზავნება პოლიცია. 

  • „112“-ის ოპერატორთან მიმოწერა (ჩატი) 

აღნიშნული ფუნქციის გამოყენება შესაძლებელია ისეთ სიტუაციებში, როდესაც მომხმარებელს არ შეუძლია დარეკვა, მაგრამ საშუალება აქვს, ჩატის საშუალებით, ოპერატორის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხოს. 

ჩატის ფუნქციონალის გამოყენებისას, თუ მომხმარებელს გააქტიურებული აქვს GPS სერვისი,  „112“-ში გაიგზავნება  ინიციატორის  ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი კოორდინატები. თუ  არ აქვს ინტერნეტი 112-ში  ინფორმაცია გაიგზავნება

SMSის სახით.

  • 112-თან  ზარის განხორციელება

აპლიკაციის საშუალებით შესაძლებელია ზარის განხორციელება „112“-ში და პარალელურად ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი კოორდინატების გაგზავნა. (საჭიროა გააქტიურებული გქონდეთ GPS სერვისი )

  • აპლიკაცია უფასოა.  ხელმისაწვდომია, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ და რუსულ ენებზე.
  • „112“-ის მობილური აპლიკაციის გამოყენება არამიზნობრივად ან/და ცრუ შეტყობინების განსახორციელებლად მკაცრად იკრძალება და ისჯება კანონით!

 SMS და ვიდეო ზარის სერვისი

ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს, გადაუდებელ შემთხვევებში, შეუძლიათ მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და ვიდეო ზარის საშუალებით დაუკავშირდნენ 112-ს. სერვისი უფასოა და ხელმისაწვდომია მთელი საქართველოს მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში.

სერვისით სარგებლობისთვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია საიტზე www.112.gov.ge

112-ზე დარეკვა შესაძლებელია საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ნებისმიერი პირისთვის.

    საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან
    24 საათის განმავლობაში