ჩვენ შესახებ

შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112

2020 წელს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, მაქსიმალური კოორდინაციისა და ინციდენტებზე ოპერატიული რეაგირების გაუმჯობესების მიზნით, სსიპ „112“ და ერთობლივი ოპერაციების ცენტრი გაერთიანდა და შეიქმნა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112.

აღნიშნული სსიპ-ი ახორციელებს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული და ეფექტიანი მართვისათვის შესაბამის სატელეფონო მომსახურებას, აგრეთვე 24-საათიან უწყვეტ ვიდეომეთვალყურეობას ქვეყნის მასშტაბით დანაშაულის ჩადენის, დანაშაულის მცდელობის ფაქტის, სამართალდარღვევის დაფიქსირების ადმინისტრირებისა და აგრეთვე საგზაო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით.

 

ცენტრის ძირითადი მიმართულებებია:

  • დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაუმჯობესება
  • საგზაო უსაფრთხოების ეფექტური მართვა
  • ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა
  • საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტეგრირებული მართვის სისტემის შექმნა
  • კრიზისული სიტუაციების ეფექტური პრევენცია / მართვა
  • მონაცემთა ეფექტური დამუშავება / ანალიზი
  • კერძო დაცვითი საქმიანობის კონტროლი

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ განთავსებულია ორ ლოკაციაზე – თბილისსა და ქ. რუსთავში. ქ. რუსთავის ცენტრი 2016 წელს გაიხსნა. მეორე ცენტრის დაარსების მიზანს თბილისის ცენტრის განტვირთვა და გადაზღვევა წარმოადგენს.