„112“-ის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამმართველოს სასწავლო ცენტრი მუდმივად ზრუნავს, როგორც არსებული კადრების კვალიფიკაციის ამაღლებასა და ოპერატორობის კანდიდატების პროფესიულ მომზადებაზე, ასევე უზრუნველყოფს მომიჯნავე სამსახურების თანამშრომელთათვის მიზნობრივი ტრენინგების ორგანიზებასა და ჩატარებას.

 

  • საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 26 ივლისის N1/345 ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – „112“-ის ოპერატორთა და დისპეტჩერთა შერჩევისა და მომზადების წესი და სასწავლო მოდულები. 
  • სსიპ „112“-ს მინიჭებული აქვს სახელმწიფოს მიერ აღიარებული ოფიციალური დადასტურება (პროფესიული განათლების დამატასტურებელი სერტიფიკატი) პროფესიული მომზადების პროგრამის – „საკონტაქტო ცენტრის დისტანციური მომსახურების სპეციალისტის“ – განხორციელების თაობაზე.

2019 წლის მონაცემებით „112“-ის სასწავლო ცენტრის ტრენერების მიერ გადამზადდა 772 მსმენელი. მათ შორის 645 112-ის ოპერატორები / დისპეტჩერები, ხოლო 127 კი მომიჯნავე სამსახურებისა და სხვადასხვა უწყების თანამშრომლები. ტრენინგების ძირითად თემატიკას წარმოადგენდა ზარის მართვა, ეფექტური კომუნიკაციის როლი მომსახურების სფეროში.