შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი  „112“ აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან.  

საქართველოს 112 ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის (EENA), ევროპის უსაფრთხოების ორგანიზაციის (PSCE) და (TIEMS) The International Emergency Management Society წევრია. 

ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის (EENA) ყოველწლიურ დაჯილდოების ცერემონიაზე, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაში შეტანილი წვლილისთვის, საქართველოს „112“, მსოფლიოს 82 ქვეყანას შორის, სამჯერ იყო ნომინირებული და გამარჯვებულია 2015 წელს ნომინაციაში – „განსაკუთრებული მოქალაქე“, 2016 წელს კი – ნომინაციაში „საუკეთესო ინოვაცია“ – SMS და ვიდეო ზარის სერვისით. 

.