პროექტები

ამერიკული პროგრამა ProQA 

ინციდენტის ტიპებისა და საქმის პრიორიტეტების განმსაზღვრელი პროგრამა ProQA, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროტოკოლების საფუძველზე ოპერირებს, 112-ში დაინერგა. პროგრამას მინიმუმამდე დაჰყავს საქმის პრიორიტეტის განსაზღვრისა და რეაგირებისას ადამიანური შეცდომების რისკი.

გარდა ამისა, განსაკუთრებულად რთული შემთხვევებისთვის პროგრამა ავტომატურად აგენერირებს პირველადი დახმარების ინსტრუქციებს, რაც ბრიგადის ადგილზე მისვლამდე პაციენტის სიცოცხლის შენარჩუნების გარანტიაა. 
2019 წელს, დაიწყო ინსტრუქტორების გადამზადება სახანძრო და სამედიცინო პროტოკოლებში. ინსტრუქტორების მიერ გადამზადნენ 112-ის ოპერატორები და დისპეტჩერები. გარდა ამისა, განხორციელდა ProQA-ს და 112-ის შიდა პროგრამის ინტეგრაცია. 

პროგრამის მთავარი უპირატესობები:

  • ამარტივებს ინფორმაციის დამუშავების პროცესს, რადგან ძირითადი შეკითხვები ზარის ინიციატორის მისამართით ლოგიკური თანმიმდევრობით ისმება. კითხვები პროგრამულად არსებობს და გამოდის ეკრანზე წინა კითხვაზე პასუხის მონიშვნის შემდეგ მყისიერად.  
  • სწორედ და შეუცდომლად განსაზღვრავს ინციდენტის პრიორიტეტებს, რადგან პასუხების მიხედვით, ადამიანის მონაწილეობის გარეშე ავტომატურად აფასებს შემთხვევის სიმწვავეს ყველა შემთხვევაში;
  • ამცირებს მაღალი პრიორიტეტის საქმეებზე ბრიგადების დაგვიანების დროს, რადგან სწორად აფასებს პრიორიტეტულობას და არაგადაუდებელ შემთხვევებზე რესურსების გამოთავისუფლებით, სწორად მიმართავს მათ პირველ რიგში იმ შემთხვევებზე, სადაც მაღალია ლეტალური შედეგის რისკი.
  • გადაუდებელი დახმარების დაწყება დარეკვისთანავე და მისი უწყვეტობა სატელეფონო კონსულტაციების გზით – ოპერატორს შესაბამის ინსტრუქციებზე დაყრდნობით საშუალება ეძლევა მოქალაქეს გაუწიოს კონსულტაციები და მისცეს სწორი და დროული მითითებები გადაუდებელი დახმარების ბრიგადის მისვლამდე, რაც ზარის ინიციატორს დაეხმარება კონკრეტული გადაუდებელი შემთხვევის დროის შესაბამისად  მოიქცეს. 

სისტემა არსებობს 25 წელზე მეტია, 50-ზე მეტ ქვეყანაშია დანერგილი და სამი პროტოკოლისგან შედგება  – საპოლიციო, სახანძრო / სამაშველო და  სასწრაფო სამედიცინო.

 2019 წლის 12 დეკემბრიდან სისტემის გამოყენება დაიწყო სახანძრო / სამაშველო პროტოკოლით და 2020 წელს, საპოლიციო და სასწრაფო სამედიცინო პროტოკოლებიც სრულად იქნება ამოქმედებული.

მოქალაქეებს შევთავაზებთ კიდევ უფრო უკეთეს სერვისს. ცენტრის მუშაობის ხარისხი, გამოძახების საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

მულტიფუნქციური რუკა

2020 წლიდან რუკა მოგვცემს საშუალებას შეიქმნას საქართველოს მასშტაბით არსებული ვითარების სრული ხედვა, ცხელი კერების (მეწყერსაშიში, ავარიული, ვირუსების გავრცელების და სხვა ზონები) დროულად აღმოჩენის, მონაცემების ეფექტური ანალიზისა და სტატისტიკის წარმოების შესაძლებლობა.

რუკა უკვე მოიცავს 64 000-ზე მეტს ინფრასტრუქტურულ ობიექტს, რაც ასევე სასარგებლო იქნება კატასტროფების პრევენციისა და შემდგომი რეაგირების დაგეგმვის ეფექტურობის ამაღლებისათვის.

ოჯახში ძალადობის ელექტრონული მონიტორინგის სისტემა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის  დეპარტამენტის, ერთობლივი ოპერაციების ცენტრის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ურთიერთანამშრომლობითა  და  ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება ოჯახში ძალადობის ელექტრონული მონიტორინგის სისტემის  დანერგვა,

რაც ითვალისწინებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვას მოძალადეებისგან, მათთვის სპეციალური მოწყობილობით (სამაჯურით) აღჭურვის გზით. ოჯახური ძალადობის ელექტრონული მონიტორინგის სისტემა სრულად ამოქმედდება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებისთანავე.