გურიის რეგიონში საავტომობილო სიჩქარის კონტროლის კიდევ 9 სექცია ამოქმედდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს საგზაო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით საავტომობილო სიჩქარის მზომი „ჭკვიანი“ კამერების განთავსებას. ამჯერად, საავტომობილო სიჩქარის კონტროლის სექციები ამოქმედდა გურიის რეგიონში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, 9 ლოკაციაზე:
 
1. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ნიგოითი/ჯაპანა (სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის მე-15 კილომეტრიდან) – ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭყონაგორა (სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის მე-20 კილომეტრამდე), ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ;
 
2. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭყონაგორა (სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის მე-20 კილომეტრიდან) – ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ნიგოითი/ჯაპანა (სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის მე-15 კილომეტრამდე), ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ;
 
3. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭყონაგორა (სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის მე-20 კილომეტრიდან) – ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ლესა (სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 39-ე კილომეტრამდე), ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ;
 
4. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ლესა (სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 39-ე კილომეტრიდან) – ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭყონაგორა (სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის მე-20 კილომეტრამდე), ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ;
 
5. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ლესა (სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 39-ე კილომეტრიდან) – ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ნიგვზიანი (სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 41-ე კილომეტრამდე), ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ;
 
6. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ნიგვზიანი (სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 41-ე კილომეტრიდან) – ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ლესა (სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 39-ე კილომეტრამდე), ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ;
 
7. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ნიგვზიანი (სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 41-ე კილომეტრიდან) – ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი გრიგოლეთი (გზა გამყოფი გრიგოლეთზე, სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 57-ე კილომეტრამდე), ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ;
 
8. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი გრიგოლეთი (გზა გამყოფი გრიგოლეთზე, სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 57-ე კილომეტრიდან, გრიგოლეთი, მიმართულება სოფელი ნიგვზიანი) – ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ნიგვზიანი (სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 41-ე კილომეტრამდე), ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ;
 
9. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი გრიგოლეთი (გზა გამყოფი გრიგოლეთზე, სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 57-ე კილომეტრიდან, ფოთი, მიმართულება სოფელი ნიგვზიანი) – ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ნიგვზიანი (სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 41-ე კილომეტრამდე), ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ.
 
შესაბამისად, სიჩქარის კონტროლის სექციური სისტემით საქართველოს მასშტაბით უკვე 971 კმ სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება.