შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ 112-ის თანამშრომლებს 112-ის დღე მიულოცა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, გიორგი ბუთხუზი საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს ესტუმრა და ცენტრის თანამშრომლებს „112“-ის დღე მიულოცა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დირექტორმა, გიორგი არსოშვილმა, მოადგილეებთან ერთად უმასპინძლა. გიორგი ბუთხუზმა ქოლ-ცენტრი და 112-ის სასწავლო ცენტრი დაათვალიერა, ასევე, გაეცნო ოპერატორებისა და დისპეტჩერების მუშაობის სპეციფიკასა და სამუშაო პირობებს.
 
2009 წელს, ევროკომისიამ, ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ 11 თებერვალი „112“-ის დღედ გამოაცხადეს. 11 თებერვალს, როგორც საქართველო, ასევე, მსოფლიოს 80-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, „112“-ის დღეს აღნიშნავს.